logo_geo
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს
- +

17 მარტი. 2021. 14:40

 

 

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

„ჩვენ, ქართველი ჩოგბურთელები, სრულ მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ის მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც სპორტსმენის წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად ისახავს ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაციის შელახვას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ისე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩვენც მხარს ვუჭერთ ცივილურ, მშვიდ და სამართლებრივ პროცესს, რომლის საშუალებითაც სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მოვუწოდებთ არასამთავრობო სექტორსა და მედიას, დაელოდონ სასამართლო პროცესის დასრულებას და ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ. სპორტის გულშემატკივრებს კი ვერავინ ვერ მიგვითითებს, თუ რა ფორმით და როგორი ემოციით გავიზიაროთ ნიკა ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობა. კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კოლეგას. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მანამდე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოუწოდა სახალხო დამცველს, დაიცვას ბასილაშვილი, „რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოიყენება სიძულვილის ენა“.

 

2020 წლის 24 მაისს მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი