logo_geo
გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
- +

19 მარტი. 2021. 11:25

 

​ტენერიფეს ლენოვოს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ესპანური ლიგა 25 ტურამდეა მისული, თუმცა მე-19 ტურის MVP აქამდე არ იყო გამოვლენილი.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატშიც ხშირად იცვლება მატჩების თარიღი. ტენერიფემ მე-19 ტურში ბასკეთში ითამაშა და „გიპუსკოასთან“ 87:89 დამარცხდა. ამ ტურის გადადებული მატჩები ორიოდე დღის წინ გაიმართა და გაირკვა, რომ საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა.

 

„შერმადინმა მატჩი 28 ქულით დაასრულა, 15 მცდელობიდან 13 ორქულიანი(!) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან მის ანგარიშზე 6 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემაა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (+33) 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი ტურში ყველა კალათბურთელზე მაღლა იდგა“, – ვკითხულობთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი