logo_geo
ლევან ჭინჭარაულის წარმატება პარამსლოლელთა მსოფლიო თასზე
- +

20 მარტი. 2021. 23:29

 

არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ ალ აინში, პარამსროლელთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე პარასპორტსმენმა ლადო ჭინჭარაულმა  მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალში გამოსვლა კი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

 

ჭინჭარაულმა 50-მეტრიან დისტანციაზე შაშხანიდან სროლაში იასპარეზა და საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო შედეგი – 622.9 ქულა დააგროვა (104.5; 104,2; 104,6; 102,9; 102,9; 103,8). მან გაუსწრო პარალიმპიადის ორგზის უკრაინელ ჩემპიონ ვასილ კოვალჩუკს (619,7) და იტალიელ რობერტო ლაზაროს (614,8).

 

ფინალში ჭინჭარაულმა 203,6 ქულით დაასრულა გამოსვლა, რაც საბოლოოდ, მეოთხე შედეგი აღმოჩნდა.

ჩემპიონი 248,8 ქულით მასპინძელი აბდულა ალაჰბაბი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი ბოლო სერიაში გამოგლიჯა კოვალჩუკს (148,0) და შეიძლება ითქვას, უკრაინის გუნდს მესამე ოქრო წაართვა (მათ პირველ დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვეს). მესამე ადგილზე 225,7 ქულით ლაზარო გავიდა.

 

https://1tv.ge/news/levan-chincharaulis-warmateba-paramslolelta-msoflio-tasze-1tvsport/

 

big_banner
არქივი