logo_geo
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების რეალიზაციის შესახებ
- +

23 მარტი. 2021. 22:45

 

 

 

ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩის, საქართველო - ესპანეთის, ბილეთების გაყიდვა, 24 მარტს დღის 12:00 საათზე დაიწყება.

 

Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

 

საქართველო - ესპანეთის მატჩზე ბილეთების შესაძენად და შეხვედრაზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.

 

მატჩის დასრულების შემდეგ, 29 მარტის 01:00 საათამდე, თბილისის მერიის უზრუნველყოფით, ქალაქის მასშტაბით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა

 

ბილეთის შეძენისას აუცილებელია მითითებულ იქნას ყველა მფლობელის პირადი ინფორმაცია  (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობ. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). ინფორმაციის შეყვანა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით.

 

მითითებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს

 

ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც თამაშის დღეს გადაადგილდება.

 

მატჩის დღეს გადაადგილების საშვზე დასტურს გულშემატკივარი მითითებულ ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს

 

გადაადგილების საშვის გამოსაყენებლად ყველა გულშემატკივარმა თან უნდა იქონიოს პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან დაბადების მოწმობა)

 

აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა

 

ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც

 

ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს

 

ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მატჩის მასპინძელ სტადიონზე დროულად მობრძანდნენ.

 

სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან

 

სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი

 

სტადიონის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი

სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება

 

სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი

 

რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა სტადიონის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი

 

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

 

 გულშემატკივართა საყურადღებოდ: სტადიონზე ყოფნის განმავლობაში მოგიწოდებთ, დაიცვათ და გაითვალისწინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია. ასევე უცვლელი რჩება სტადიონზე ქცევის წესები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.  

 

წყარო:

https://nakrebi.ge/ka/team/men-seniors/news/4514-sakartvelo-espaneti-inpormatsia-biletebis?fbclid=IwAR1DemcbKsrDpz92pMD_Z_Ktn4TQ4RhuEkbHNXtmFLM0kGxqLyFvw1YFqKY

big_banner
არქივი