logo_geo
კოვიდ-პროტოკოლის დარღვევის გამო, „ლაციო“ 150 ათასი ევროთი დააჯარიმეს
- +

27 მარტი. 2021. 13:51

 

 

კოვიდ-პროტოკოლის დარღვევის გამო, „ლაციო“ 150 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

 

კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო საქმიანობას შვიდი თვით, ექიმები ფაბიო როდია და ივო პულჩინი კი ერთი წლით ჩამოაშორეს.

 

ბიანკოჩელესტეს ექიმებს 27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ინტერვალში კორონავირუსზე გაკეთებული ტესტების დადებითი პასუხების დამალვა ბრალდებათ. ვარაუდობდნენ, რომ ამ დანაშაულის გამო, „ლაციოს“, „იუვენტუსთან“ და „ტორინოსთან“ ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდა, თუმცა დისციპლინარებმა შედარებით მსუბუქი სასჯელი გამოიტანეს. რომაული კლუბი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი