logo_geo
ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია
- +

28 მარტი. 2021. 20:35

 

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.

 

მანამდე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი საბა ინანეიშვილი გახდა.

 

დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე ცხრა კაცი და ერთი ქალი ძიუდოსტი გამოვიდა, აქედან 7 სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას.

 

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

big_banner
არქივი