logo_geo
ისტორიაში პირველად, ევროთასის ფლეიოფში ქართველი იმსაჯებს
- +

31 მარტი. 2021. 21:54

 

 

საქართველოს საუკეთესო არბიტრად აღიარებული ნიკა ამაშუკელი, ევროპის 16 საუკეთესო მსაჯს შორის მოხვდა. მას ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში „ლონდონ აირიშისა“ და „კარდიფ ბლუზის“ შეხვედრის განსჯა ანდეს.

 

ამაშუკელი 2 აპრილს საკუთარ მაჩვენებელს გააუმჯობესებს და გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროთასების ფლეი ოფში იმსაჯებს.

 

„ასეთ ვიწრო ჯგუფში ყოფნა და ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში მსაჯობა, მართლაც რომ ღირშესანიშნავი ამბავია. გადავხედე სხვა მერვედფინალური წყვილის მსაჯებს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მათ გვერდით ყოფნა.

ინგლისურ-უელსური დაპირისპირება საკმაოდ რთული სამსაჯო იქნება, თუმცა რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ, მით უფრო მატულობს ინტენსივობა და წნეხი. ვემზადები როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, რათა ამ კუთხითაც ვასახელო ჩვენი ქვეყანა და განვამტკიცო ის ნდობა, რაც ქართველი მსაჯების მიმართ დამსახურებულად გაჩნდა“, - ამბობს ამაშუკელი, რომელსაც კოვიდ-რეგულაციების გამო, სამწუხაროდ, კიდეებიდან ქართველი მსაჯები ვერ დაეხმარებიან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი