logo_geo
დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
- +

2 აპრილი. 2021. 02:58

 

 

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იუწყება.

 

მათივე ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საარჩევნო კონგრესზე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ ხმა პრეზიდენტობის თურქ კანდიდატს, ჰასან აკუშს მისცა, რომლის გამარჯვებითაც დასრულდა კიდეც საპრეზიდენტო არჩევნები.

 

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, აკუშმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დავით ყიფშიძე წარადგინა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ევროპული ძალოსნობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქნება.

 

 

big_banner
არქივი