logo_geo
ხვიჩა კვარაცხელიას მაღალი დონის თამაში UEFA-მ გამოარჩია
- +

2 აპრილი. 2021. 16:29

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას მაღალ დონეზე თამაში უეფამ გამოარჩია.

 

„ზედიზედ ორი გამაოგნებელი გოლი კვარაცხელიასგან“, - ასეთი სათაური აქვს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს „ფეისბუქზე“ ქართველი ნახევარმცველის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს.

 

როგორც აღნიშნავენ, კვარაცხელიას თამაშს „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სკაუტები აკვირდებოდნენ, „სევილიას“ სპორტული დირექტორი რამონ მონჩი კი უკვე ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

 

სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი „რუბინს“ დაუბრუნდა და ხვალ, პრემიერ ლიგის 24-ე ტურში „სოჭთან“ ითამაშებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი