logo_geo
კრიშტიანუ რონალდუს მიერ მოედანზე დაგდებული სამკლაური 75 ათას აშშ დოლარად გაიყიდა
- +

3 აპრილი. 2021. 13:06

 

 

 

 

„პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს სამკლაური აუქციონზე 7,5 მილიონ სერბულ დინარად ($75 ათასად) გაიყიდა“, - ამის შესახებ „ანადოლუ“  წერს.

 

სამკლაური, რომელიც კაპიტანმა სერბეთის წინააღმდეგ თამაშისას, 2022 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, მსაჯის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოიხსნა და მოედანზე დააგდო, აუქციოზე 6 თვის სერბი ბიჭის სამკურნალო თანხის შესაგროვებლად გაიტანეს.

 

ფეხბურთელის მიერ მოედანზე მოსროლილი სამკლაური სერბმა მეხანძრემ აიღო და გადაწყვიტა, მისი გაყიდვით მიღებული თანხა იმ ბავშვის სამკურნალოდ გამოეყენებინა, რომელიც ზურგის კუნთოვანი ატროფიითაა დაავადებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი