logo_geo
25-წლიანი კარიერის ფინიში - ოდიკაძემ კარიერა სიმბოლურად საჩხერეში დაასრულა
- +

6 აპრილი. 2021. 16:41

 

დავით ოდიკაძემ კარიერა დაასრულა – ვეტერანი ქართველი მოთამაშე ფეხბურთიდან ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტურში გააცილეს და ეს გადაწყვეტილება მან თვითონ მიიღო.

 

ოდიკაძის ამჟამინდელი კლუბი თბილისის „შევარდენი 1906“ ივანწმინდას სტადიონზე საჩხერეს „ჩიხურას“ ესტუმრა, სადაც წლები გამოდიოდა და კაპიტნობდა – როგორც საჩხერელები უწოდებენ, ის გუნდის „ლეგენდარული კაპიტანი იყო“.

 

დავით ოდიკაძე 39 წლისაა, 40 წლის 14 აპრილს გახდება. აღსანიშნავია, რომ კარიერა 25 წლის წინ დაიწყო – 1996 წელს „სტუ-თბილისში“ ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ხანგრძლივი კარიერა ცოტას ჰქონდა.

 

უთამაშია სამტრედიას „იბერიაში“, ლანჩხუთის „გურიაში“, ფოთის „კოლხეთში“, „თბილისში“, „დინამო თბილისში“ (სადაც კაპიტანი იყო), ცხინვალის „სპარტაკში“, „დიორ ეტოში“, ბაქოს „ინტერში“, 2012-2015 წლებში საჩხერეს „ჩიხურას“ კაპიტნობდა.

 

2018 წლიდან ოდიკაძე „შევარდენში“ გადავიდა და მისი დახმარებით გუნდი რანგით მეოთხე ლიგიდან ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა. იყო გუნდის კაპიტანი, 2020 წლის ბოლოდან კი მოთამაშე-მწვრთნელიც გახლდათ. ოდიკაძე იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, სადაც 2005-2009 წლებში იწვევდნენ და 14 მატჩი ჩაატარა.

 

https://1tv.ge/news/25-wliani-karieris-finishi-odikadzem-kariera-simbolurad-sachkhereshi-daasrula-1tvsport/

 

big_banner
არქივი