logo_geo
დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გააგრძელა
- +

7 აპრილი. 2021. 17:33

 

 

„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელება თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან კევინ დე ბრუინთან.

 

ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

 

დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წელს „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა და მას შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცა. 29 წლის ბელგიელმა ინგლისური კლუბის რიგებში ჯამში 255 მატჩი ჩაატარა, 65 გოლი გაიტანა და 105 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი