logo_geo
ლევან კორღალიძემ „საბურთალო“ დატოვა
- +

11 აპრილი. 2021. 20:39

 

 

საქართველოს პირველი არხის ცნობით, ეროვნულ ლიგაში ქობულეთის „შუქურასთან“ გამართული მატჩის შემდეგ ლევან კორღალიძე „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.

 

შევიტყვეთ, რომ მატჩის შემდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა 0:2-ის შემდეგ თამაში შემოატრიალა და 2:2 დაასრულა, გადაწყვიტა, რომ გუნდიდან წასულიყო. 41 წლის წარმატებული მწვრთნელი გუნდის მოთამაშეებს გასახდელში დაემშვიდობა და წავიდა.

 

კორღალიძემ „საბურთალო“ 2020 წლის მეორე ნახევარში ჩაიბარა, დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ თბილისის „დინამოსთან“ მარტში გამართული მატჩის შემდეგ „ფეისბუქზე“ სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც აღშფოთება ვერ დამალა არბიტრების გადაწყვეტილებებით და განაცხადა, რომ არავის მისცემდა იმის უფლებას, რომ უსამართლოდ მოქცეოდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი