logo_geo
ლევან კორღალიძე „საბურთალოს“ დაემშვიდობა
- +

14 აპრილი. 2021. 10:51

 

ეროვნული ლიგის მერვე ტურში ქობულეთის „შუქურასთან“ ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ, ლევან კორღალიძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. კორღალიძე ორი დღე ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებდა, ახლა კი წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება „საბურთალოს“ პრეს-სამსახურთან გააკეთა.

 

„გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, კარგა ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ… „საბურთალო“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ჩვენ კი რვა მატჩში ხუთი ფრე გვქონდა ნათამაშები. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის ასე ჯობდა. „საბურთალო“ იყო, არის და იქნება ჩემს გულში. უკლებლივ ყველას მადლიერი ვარ, განსაკუთრებით კი კლუბის ხელმძღვანელების, რომლებიც ყველანაირ კომფორტს მიქმნიდნენ და გვერდში მედგნენ. „ბენდელაზე“ მისვლისას მწვრთნელებისგან, ფეხბურთელებისგან თუ ნებისმიერი პერსონალისგან სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. მინდა, „საბურთალოს“ მომავალში წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა „საბურთალოს“ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.

 

სად გააგრძელებს მუშაობას ლევან კორღალიძე და ვინ ჩაიბარებს მის ნაცვლად „საბურთალოს“, ჯერ უცნობია. 41 წლის სპეციალისტმა დედაქალაქური კლუბი 2020 წლის სექტემბერში ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში კორღალიძის ხელმძღვანელობით კლუბმა 18 ოფიციალური მატჩი ჩაატარა – შვიდჯერ მოიგო, ექვსი მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო ხუთჯერ დამარცხდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი