logo_geo
Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა
- +

14 აპრილი. 2021. 15:21

 

 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი ვებგვერდ Transfermarkt-ზე 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

 

წინა მონაცემებით, რომელიც 2020 წლის 29 დეკემბრით თარიღდება, ავტორიტეტულ ვებგვერდზე ხვიჩას სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევრო იყო.

 

შესაბამისად, ამ დროისთვის 20 წლის კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, მას მოსდევს დავით ხოჭოლავა (3 500 000 ევრო) და გიორგი ჩაკვეტაძე (3 200 000 ევრო).

წყარო : wyaro
big_banner
არქივი