logo_geo
62-ე საარტილერიო ბატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს სასროლეთზე
- +

15 აპრილი. 2021. 11:04

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა 12-დღიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დაასრულა. დასკვნითი სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასწავლო სასროლეთზე ჩატარდა.

 

62-ე საარტილერიო ბატალიონმა სამანევრო ქვედანაყოფების საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა და საბრძოლო რაკეტების გამოყენებით პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო რეიდი განახორციელა.

 

საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

big_banner
არქივი