logo_geo
ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, ფეხბურთიდან მოკვეთონ
- +

16 აპრილი. 2021. 13:38

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, ფეხბურთიდან მოკვეთონ. ავტორიტეტული ვებ-გვერდის, Football Italia-ს ცნობით, 39 წლის ფეხბურთელი 2018 წლიდან ცნობილი საბუკმეიკერო კომპანიის, „Bethard“-ის 10-პროცენტიან წილს ფლობს, რაც ფიფა-სა და უეფა-ს წესდებით, მოქმედ მოთამაშეს კატეგორიულად ეკრძალება.

 

რეგლამენტის დარღვევის გამო, „მილანისა“ და შვედეთის ნაკრების ფორვარდს, ჯარიმის სახით, 100 ათასი ევროს გადახდის გარდა, 3-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

 

კომპანია „Bethard“-მა შვედეთის ნაკრების თამაშებზე საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ გუნდებთან ფსონები მიიღო, მაშინ როდესაც იბრაჰიმოვიჩი მოედანზე იყო და თამაშობდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ინტერესთა კონფლიქტის შესახებ შვედეთის ფეხბურთის ფედერაციაში წლების განმავლობაში იციან, ფიფა-სა და უეფა-ში კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი