logo_geo
ევროპის ჩემპიონატზე მარიამ ჯანაშვილმა პირველი დაპირისპირება მოიგო
- +

16 აპრილი. 2021. 14:37

 

 

დღეს ლისაბონში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას პირველ დღეს, ხუთი ძიუდოისტი დაიცავს.

 

52 კგ-ში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილმა პირველ შეხვედრაში პორტუგალიელი იოანა დიეგო სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ამავე წონაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა დაასრულა.

 

big_banner
არქივი