logo_geo
ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს კაცთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა
- +

19 აპრილი. 2021. 02:45

 

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს კაცთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

 

ტურნირი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა და საქართველოს კაცთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

 

ევროპის ჩემპიონის ტიტული ლაშა ბექაურმა (90 კგ.) მოიპოვა. მან ქართულ ფინალში ბექა ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა. ტურნირის ბოლო დღეს ვერცხლის მედალი დაიმსახურა გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ხოლო გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს დასჯერდა. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 66 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლი აიღო ვაჟა მარგველაშვილმაც.

big_banner
არქივი