logo_geo
„ჩელსიმ“ ევროპული კლუბების ასოციაცია დატოვა
- +

19 აპრილი. 2021. 15:55

 

 

ევროპის სუპერლიგის შექმნის შემდეგ, ლონდონის „ჩელსიმ“ ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA) დატოვა, – ამის შესახებ ბრიტანული პრესა იტყობინება.

 

უფრო ადრე ასოციაციიდან გამოვიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, ხოლო ამ გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა უეფა-ში დაკავებული თანამდებობა დატოვა.

 

„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, სუპერლიგის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს „მილანმა“, „არსენალმა“, „ატლეტიკომ“, „ბარსელონამ“, „ინტერმა“, იუვენტუსმა“, „ლივერპულმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „რეალმა“ და „ტოტენჰემმა“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი