logo_geo
ვირტუალურ წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა
- +

22 აპრილი. 2021. 15:13

 

ვირტუალურ წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა.

 

შეჯიბრს პორტუგალიის პორტიმაუს ვირტუალური ავტოდრომი მასპინძლობდა და 25-მდე სიმრეისერმა ერთი საკვალიფიკაციო და ორი სარბოლო გარბენი შეასრულა. ორივე რბოლაში საუკეთესო შედეგი არჩილ ციმაკურიძემ აჩვენა.

 

მომდევნო ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა სიმულირებულ ავტოდრომზე კომპანია „სიმულექსის“ ორგანიზებითა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელშეწყობით რბოლის კიდევ სამი ეტაპი შედგება.

 

https://imedinews.ge/ge/sporti/198428/virtualur-tsriul-rbolashi-saqartvelos-chempionatis-mesame-etapi-gaimarta

 

big_banner
არქივი