logo_geo
ლიონელ მესიმ 2020 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავა
- +

25 აპრილი. 2021. 17:49

 

 

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ, პირველი ადგილი დაიკავა იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც 2020 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი ჰქონდათ. არგენტინელმა გამოიმუშავა 125 მილიონი ევრო. ამ თანხაში შესულია ხელფასი, ბონუსები და სარეკლამო კონტრაქტები.

 

მეორე ადგილზეა კრიშტიანო რონალდო „იუვენტუსიდან“ – გასულ ერთ წელიწადში პორტუგალიელის შემოსავალმა 118 მილიონი ევრო შეადგინა. მესამეზე – „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი, რომელმაც 98 მილიონი მიიღო.

 

არაევროპული ლიგებიდან ტოპ-ათეულში მოხვდა ჩინური „შანხაის“ შემტევი ოსკარი – 25 მილიონი. ის უსწრებს „ლივერპულის“ ლიდერს მოჰამედ სალაჰს (20 მილიონი).

 

 

right_banner big_banner
არქივი