logo_geo
დღეს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება
- +

27 აპრილი. 2021. 19:38

 

 

დღეს, საქართველოს დროით 23:00-ზე, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი, მადრიდის „რეალსა“და ლონდონის „ჩელსის“ შორის გაიმართება.

 

მადრიდელები დღევანდელ მატჩს სერიოზული დანაკლისი ხვდებიან. „არისტოკრატების“ წინააღმდეგ, გუნდს კაპიტანი, სერხიო რამოსი და ასევე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები: ტონი კროოსი, ლუკას ვასკესი, ფედერიკო ვალვერდე და ფერლან მენდი ვერ დაეხმარებიან. ხუთივე შემთხვევაში, მატჩის გამოტოვების მიზეზი ტრავმაა.

 

ამ კუთხით, „ჩელსის“ გაცილებით უკეთესი სიტუაცია აქვს. ლონდონელთა მხრიდან, მხოლოდ მატეო კოვაჩიჩი ვერ ითამაშებს, რომელიც ტრავმირებულია.

 

დღევანდელი შეხვედრა გუნდებისთვის, ერთმანეთის წინააღმდეგ ისტორიაში, მე-4 იქნება.

 

გასული 3 მატჩიდან, ორი „სამეფო კლუბმა" მოიგო, ხოლო ერთხელ ლონდონელებს დარჩათ გამარჯვება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი