logo_geo
ჯანო ანანიძე თბილისის „დინამოში“ ითამაშებს
- +

29 აპრილი. 2021. 18:06

 

 

ჯანო ანანიძე თბილისის „დინამოში“ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

 

ანანიძე „დინამოში“ 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ჯანო ანანიძის ბოლო კლუბი ვოლგოგრადის „როტორი“ იყო, თუმცა ტრავმის გამო მან გუნდში ერთი შეხვედრაც ვერ ჩაატარა.

 

კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ანანიძეს მოსკოვის „სპარტაკში“ აქვს გატარებული, სადაც 2009-2019 წლებში გამართულ 122 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

 

საქართველოს ეროვნულ გუნდში კი, სადაც ანანიძე 2009 წლიდან გამოდის, 43 მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლია.

 

 

big_banner
არქივი