logo_geo
„ბარსელონა“ და პსჟ ნეიმარის ტრანსფერს ათანხმებენ
- +

1 მაისი. 2021. 12:12

 

 

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა „პარი-სენჟერმენთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს და მხარეები ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, შეთანახმების მიღწევას ცდილობენ, –  იუწყება პოპულარული კატალონიური რადიოსადგური RAC1.

 

წყაროს ინფორმაციით,  კატალონიურ გრანდს პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის დაბრუნება წელს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.

 

ნეიმარის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება და კვლავ არ დადასტურებულა, სად გააგრძელებს კარიერას თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

 

ბრაზილიელი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია, რასაც მიმდინარე სეზონში ნეიმარის სტატისტიკაც ადასტურებს – 25 მატჩი, 14 გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი