logo_geo
„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრები ხელმძღვანელობის წასვლას ითხოვენ
- +

2 მაისი. 2021. 21:29

 

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრები „ოლდ ტრაფორდზე“ შეიჭრნენ და კლუბის მეპატრონეების წასვლას ითხოვენ. დღეს სულშერის გუნდს „ლივერპულის“ წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა შეხვედრა, მაგრამ ეს დაპირისპირება გაურკვეველი დროით გადაიდო.

 

„იუნაიტედის“ ფანები ხელმძღვანელობის წასვლას მას შემდეგ ითხოვენ, რაც გუნდი ევროპის სუპერლიგაში გაწევრიანდა. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერმა“ ახლადშექმნილი ტურნირი მალევე დატოვა, გულშემატკივრები მაინც აპროტესტებენ მათ გადაწყვეტილებას.

 

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგასთან დაკავშირებული ამბების შემდეგ, ედ ვუდვორდმა „მანჩესტერის“ პრეზიდენტის პოსტი მალევე დატოვა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი