logo_geo
ფედერერი რომისა და მადრიდის „მასტერსებს“ გამოტოვებს
- +

3 მაისი. 2021. 15:12

 

 

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა მადრიდისა და რომის „მასტერსების“ გამოტოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ესპანური ტურნირის დირექტორმა ფელისიანო ლოპესმა.

 

„დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, ფედერერმა უარი თქვა მადრიდში თამაშზე. ასევე არ ელოდებიან მას რომში. როგორც როჯერმა განაცხადა, ის კონცენტრირებულია ჯერ ჟენევის ტურნირზე და შემდეგ როლან გაროსზე სათამაშოდ“, – განაცხადა ლოპესმა.

 

მადრიდის „მასტერსი“ ამ კვირას იმართება, რომის „მასტერსის“ ჩატარების თარიღია – 3-10 მაისი.

 

ფედერერი ამ მომენტისთვის მსოფლიოს მერვე ჩოგანია. ბოლო ტურნირი მან მარტის დასაწყისში ყატარის დედაქალად დოჰაში ჩაატარა, სადაც პირველ წრეში ბრიტანელი დანიელ ევანსი დაამარცხა, მეორეში კი ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთან წააგო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი