logo_geo
ანსუ ფატიმ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს
- +

4 მაისი. 2021. 11:39

 

 

 

„ბარსელონას“ 18 წლის ფეხბურთელს ანსუ ფატის მენისკზე ბოლო ექვს თვეში ზედიზედ მესამე ოპერაცია გაუკეთეს და მისთვის სარეაბილიტაციო კურსი ივლისამდე გაგრძელდება.

 

ფატიმ ტრავმა ნოემბერში მიიღო და წინასწარი პროგნოზით მარტში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მუხლში გამუდმებით ტკივილებს გრძნობს და ამიტომაც ვერ ახერხებს სრულად გამოჯანმრთელებას. თუ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდა, შესაძლოა მენისკი საერთოდ ამოკვეთონ, რაც მას ტკივილებს მოუხსნის, მაგრამ მისი კარიერა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი