logo_geo
გლეიზერები „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვას არ აპირებენ
- +

4 მაისი. 2021. 17:26

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრების პროტესტმა კლუბის მფლობელის – გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ შედეგი არ მოიტანა. ამერიკელი ბიზნესმენები არ აპირებენ „იუნაიტედის“ გაყიდვას.

 

უფრო მეტიც, გლეიზერებს განზრახული აქვთ, კლუბის ღირებულება 10 მილიარდ დოლარამდე გაზარდონ. დღეისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამ მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

 

ასევე ინგლისურ პრესაში წერენ იმის შესახებ, რომ კლუბმა, შესაძლოა, „ოლდ ტრაფორდზე“ შესვლა აუკრძალოს იმ გულშემატკივრებს, რომლებიც „ლივერპულთან“ მატჩის წინ მინდორზე შეიჭრნენ და თამაში ჩაშალეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი