logo_geo
მესი „ბარსელონას“ ორწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა
- +

4 მაისი. 2021. 17:40

 

 

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონიურ კლუბთან ორი წლით კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

 

წყაროს ცნობით, 33 წლის არგენტინელი 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება „ბარსელონაში“. მხარეები ოფიციალურად ამ გარიგების შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. მესის მიმდინარე კონტრაქტს კლუბთან ამ სეზონის ბოლოს გასდის ვადა.

 

ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაში მესიმ 32 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი