logo_geo
ლუხუმ ჩხვიმიანი ყაზანის გრანდ სლემის ჩემპიონია - საქართველოს ჰიმნი რუსეთში
- +

5 მაისი. 2021. 19:03

 

 

ქართველი ძიუდოისტი (-60 კგ) კატეგორიაში, ლუხუმ ჩხვიმიანი, ყაზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარაზე რობერტ მშვიდობაძე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

 

ჩხვიმიანმა პირველ ეტაპზე კამერუნელ ცალას აჯობა. ამის შემდეგ პორტუგალიელი კოსტა ლოპესი დააიპონა. ლუხუმმა მეოთხედფინალიდან ჩეხი დავიდ პულკაბეკი ჩამოიცილა, ფინალში კი რუსი რამაზან აბდულაევის ძლევის შედეგად გავიდა.

 

დღესვე, მოგვიანებით, ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი (66) იბრძოლებს.

 

ხვალ ყაზანის გრანდ სლემზე სამი ქართველი - ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლუკა კაპანაძე (73) და ვლადიმერ ახალკაცი (81) შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

 

ტოკიოს ოლიმპიადამდე ყაზანის გრანდ სლემი ამ რანგის ბოლო ტურნირია ძიუდოში, 6-13 ივნისს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

 

სწორედ ეს ორი ასპარეზობა – ყაზანის გრანდ სლემი და მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ბოლო ორი ტურნირი, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება.

 

 

big_banner
არქივი