logo_geo
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩება
- +

8 მაისი. 2021. 13:50

 

 

 

„პარი სენ-ჟერმენმა“ ნეიმართან ახალი ხელშეკრულება უკვე შეათანხმა, – იუწყება L’Equipe.

 

გამოცემის ინფორმაციით, პარიზული კლუბი ბრაზილიელ ფორვრადთან ახალი კონტრაქტის დადების შესახებ დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს.

 

აღნიშნულია, რომ 29 წლის ფეხბურთელთან პარიზელებმა ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმეს (მიმდინარე კონტრაქტი 2022 წელს იწურებოდა).

 

ნეიმარი პსჟ-ს რიგებს 2017 წელს შეუერთდა და ტრანსფერმა 222 მილიონი ევრო შეადგინა.

 

მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ნეიმარმა 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი