logo_geo
„ბარსელონამ“, „იუვენტუსმა“ და „რეალმა“ საგანგებო მიმართვა გაავრცელეს
- +

8 მაისი. 2021. 16:09

 

 

„ბარსელონამ“, „იუვენტუსმა“ და „რეალმა“ საკუთარ ვებგვერდებზე საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელიც სუპერლიგასთან დაკავშირებით უეფა-ს ვერდიქტის პასუხია.

 

გავრცელებულ მიმართვაში სუპერლიგის დამფუძნებელი სამივე კლუბი აცხადებს, რომ მათზე დიდი ზეწოლა ხორციელდება. ვრცელ ტექსტში გამოყოფილია რამდენიმე ძირითადი საკითხი:

 

1) უეფა-ს, ფიფა-სა და მესამე პირებისგან სასტიკი წნეხი.

 

2) განმარტებულია, რომ სუპერლიგის შექმნის იდეა განპირობებული იყო მსოფლიო ფეხბურთში რთული, არაპროგნოზირებადი სიტუაციით და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, ტურნირი კი ფიფა-სა და უეფა-ს თანხმობით უნდა ჩატარებულიყო.

 

3) სუპერლიგას სიხარული უნდა მოეტანა გულშემატკივრებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დახმარებოდა ფეხბურთის განვითარებას.

 

4) სუპერლიგის პროექტის მონაწილე კლუბების ნაწილმა არათანმიმდევრული პოზიცია გამოიჩინა, „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა “ კი განაგრძობენ მსოფლიო ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანის გზების ძიებას.

 

„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ თავაზიანი დებატები, სრულიად დაუშვებელი ზეწოლის გარეშე და კანონის უზენაესობის გათვალიწინებით, რაც ჩვენი დიდ საფეხბურთო ოჯახისთვის შესაფერისი გადაწყვეტილება იქნება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, უეფა-ს ვერდიქტით, იმ ცხრა კლუბს, რომელმაც სუპერლიგის დატოვება გადაწყვიტა, შედარებით მსუბუქი სასჯელი ელოდება და ჯარიმის სახით 15 მილიონ ევროს გადაიხდის. გაღებული თანხა მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი