logo_geo
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ითამაშებენ
- +

10 მაისი. 2021. 15:30

 

 

ზაფხულში, საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ორჯერ ითამაშებს.

 

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტესტ-მატჩები სამხრეთ აფრიკაში 3 და 10 ივლისს გაიმართება.

 

17 ივლისს კი საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას უნდა უმასპინძლოს.

 

ამ სამ შეხვედრამდე, „ბორჯღალოსნებს“ რაგბი-ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა 26 ივნისს ელით ბელგიასთან ან ნიდერლანდებთან.

 

 

big_banner
არქივი