logo_geo
„იუვენტუსი“ პირლოს სეზონის ბოლოს გაუშვებს
- +

10 მაისი. 2021. 17:16

 

 

 

„ანდრეა პირლო ტურინის „იუვენტუსს“ დარჩენილ მატჩებშიც უხელმძღვანელებს და სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს,“ – ამის შესახებ SportItalia იუწყება

 

 

 

იტალიელი სპეციალისტი „ბებერ ქალბატონს“ სათავეში წინა წლის ზაფხულიდან უდგას. წარუმატებელი სეზონის შემდეგ „იუვეს“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მისი გუნდში მუშაობით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პირლოს „სასუოლოსთან“ მატჩამდე გაშვებას არ გეგმავენ, რადგან  სეზონის დასრულებამდე ცოტა დროა დარჩენილი.

 

„იუვენტუსი“ „სასუოლოსთან“ მატჩს ოთხშაბათს გამართავს, შემდეგ ტურინელები სამ დღეში „ინტერს“ უმასპინძლებენ. 19 მაისს იტალიის თასის ფინალში პირლოს გუნდი „ატალანტას“ შეხვდება, სერია A-ს კი „ბოლონიასთან“ თამაშით დახურავენ.

 

„იუვენტუსი“ ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან იტალიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე იმყოფება. გუშინ, 9 მაისს პირლო მის უშუალო კონკურენტთან, „მილანთან“ 0:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 1 ქულით ჩამოშორდა. გარდა ამისა, ევროპის სუპერლიგის გამო გუნდს სერიოზული სანქციები ემუქრება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, გუნდი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან 2 წლით მოიკვეთოს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი