logo_geo
გურამ კაშია „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
- +

13 მაისი. 2021. 17:10

 

 

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, თბილისის „ლოკომოტივის“ მცველი გურამ კაშია „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

 

ვაქცინაციის ამსახველი ფოტო თბილისური კლუბის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი