logo_geo
უხვგოლიანი მატჩი ლიგა 2-ში - „შევარდენი 1906“-მა ბოლო წამებზე მოიგო
- +

15 მაისი. 2021. 18:03

 

 

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა – მატჩები უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა, ამ სამ შეხვედრაში 15 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ 5 გოლი მატჩში.

 

სპაერის სტადიონზე თბილისის „მერანმა“ მეოერადგილოსან „გაგრას“ უმასპინძლა და სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თბილისელებმა პირველ ტაიმში ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს 4 გოლი გაუტანეს – იაგო დეისაძემ (22, 30) დუბლი შეასრულა, 1-1 რევაზ გეწაძის და გიორგი ივანიაძის ანგარიშზეა.

„გაგრამ“ მასპინძლებს შესვენებამდე 2 გოლი გაუტანა – გოლები ლუკა კიკაბიძის (38) და გია ჩადუნელის (45+2) ანგარიშზეა. მატჩის მიწურულს „მერანის“ კარი თორნიკე მუმლაძემაც (87) აიღო, მაგრამ „გაგრამ“ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და თბილისელებმა 4:3 მოიგეს.

განმუხურში ზუგდიდის „დინამომ“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და 2:5 დამარცხდა. გამარჯვებულებიდან გოლები გაიტანეს ბაქარ ლაღაძემ (34), შეიკნე სილამ (45+2), ვასილ გოგოლიძემ (54), სიენდა მატენჯვამ (78) და დავით ლომთაძემ (90+1), ზუგდიდელებიდან კი ირაკლი კლიმიაშვილმა (31) და არველოდ ხუნჯგურუამ (68) გაიტანა.

 

ბოლო წამებზე გადაწყდა კასპში გამართული შეხვედრის ბედი, სადაც „შევარდენი 1906“-მა საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო. 90+3-ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძემ საგარეჯოელთა კარში ზუსტად დაარტყა და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი