logo_geo
გიორგი ქაცანაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
- +

22 მაისი. 2021. 21:30

 

სკოპიეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთმა ქართველმა ფალავანმა იასპარეზა.

 

საქართველოს სახელით ხალიჩაზე ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), ოთარ აბულაძე (72 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) გამოვიდნენ, საიდანაც აივენგო რიკაძემ და გიორგი ქაცანაშვილმა ნახევარფინალში იჭიდავეს. რიკაძე უნგრელ სპორტსმენთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ხოლო ქაცანაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში ჩეხი ფალავანი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

 

შეგახსენებთ, დღესვე თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ.) ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს კომაროვს შეხვდება.

 

ლერი აბულაძე (63 კგ.) და ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ.) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი