logo_geo
ხვიჩა კვარაცხელია რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ მატჩებში ნაკრებს ვერ დაეხმარება
- +

28 მაისი. 2021. 18:48

 

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ივნისში რუმინეთისა და ნიდერლანდების ეროვნულ გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

 

20 წლის ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებაზე ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა და მთავარ მწვრთნელთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ის ბოლომდე მზად არაა.

 

საქართველოს ნაკრები მზადებას 23 ფეხბურთელით განაგრძობს, გურამ გიორბელიძე კი გუნდს მოგვიანებით, 31 მაისს შეუერთდება.

 

ქართველი ფეხბურთელები რუმინელებთან 2 ივნისს, ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან კი 6 ივნისს ითამაშებენ.

big_banner
არქივი