logo_geo
როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა
- +

6 ივნისი. 2021. 19:05

 

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა. ამის შესახებ Reuters ტურნირის ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ფედერერს მესამე ტურის მატჩი მოგებული ჰქონდა, თუმცა, მან ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება ტრავმის გამო მიიღო.

 

„ჩემს გუნდთან მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საფრანგეთის ღია პირველობას დღეს უნდა გამოვეთიშო. მუხლზე ორი ოპერაციისა და ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია მოვუსმინო ჩემს სხეულს და შეჯიბრში დაბრუნება არ დავაჩქარო“, - აღნიშნულია ფედერერის განცხადებაში, რომელიც საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

 

რამდენიმე დღით ადრე, „როლან გაროსის“ დატოვების გადაწყვეტილება მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ქალთა შორის, ნაომი ოსაკამ მიიღო. მიზეზად კი ფსიქოლოგიური პრობლემები დაასახელა.

 

big_banner
არქივი