logo_geo
„კოლონმა“ მარადონას თასი მოიგო
- +

6 ივნისი. 2021. 19:47

 

არგენტინის თასის ფინალში (რომელიც დიეგო მარადონას სახელს ატარებს) „კოლონი“ „რასინგს“ დაუპირისპირდა, სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და გამარჯვება იზეიმა.

 

ეს პირველი თასია კლუბის ხანგრძლივ ისტორიაში. „კოლონი“ 1905 წელს დაარსდა. გუნდმა 1965 წელს არგენტინის მეორე დივიზიონში გაიმარჯვა, მაგრამ იმ პერიოდში თასი არ გადაეცემოდათ.

 

„კოლონი“ – „რასინგი“ – 3:0

 

გოლები: ალიენდრო (58), ბერნარდი (72), კასტრო (86)

 

საინტერესოა, რომ არგენტინის თასის მფლობელი „კოლონი“ ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში ბოლოდან მეორე ადგილზეა.

 

https://1tv.ge/news/kolonma-maradonas-tasi-moigo-1tvsport/

 

 

big_banner
არქივი