logo_geo
18-მილიონიანი კვარაცხელია არჩევანის წინაშე – ვისთან სურს წასვლა ქართველ გარემარბს
- +

8 ივნისი. 2021. 13:39

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სპორტის საათის“ სტუმარი იყო, სადაც საკლუბო მომავალზე ისაუბრა:

 

„ამ ეტაპზე ვერაფერს დავადასტურებ, მაგრამ მოლაპარაკება არაერთ გუნდთან მიმდინარეობს. ვფიქრობ, ყველაფერი გადამწყვეტ ფაზაში შედის.

 

ჩემთვის, ამ ასაკში, ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო დროა და მას სადაც მეტს მივიღებ, გულიც იქით მიმიწევს.

 

ყველა ძლიერ გუნდში უკვე მაღალი კონკურენციაა და ჩემთვის ეს უკეთესიც იქნება. საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სახელი და ქვეყანა ვასახელო.

 

ყველაზე დიდ სიამოვნებას ესპანეთის ლა ლიგის ყურებით ვიღებ. აქ თითქმის ყველა კლუბი ბურთთან ერთად კარგად თამაშობს. ჩემი ოცნებაც ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც თითქმის მთელ თამაშს ბურთთან ერთად ატარებს.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას – „ლიდსთან“ იყო მოლაპარაკებები და შესაძლოა, ისევ გაგრძელდეს. წინასწარ საუბარი არ მიყვარს. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო იურგენ კლოპთან მუშაობა იქნება. ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!

 

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს – ვილი სანიოლი, ისევე, როგორც ლეონიდ სლუცკი, ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა, რასაც მოედანზე მარტივად ავსახავთ. მჯერა, სანიოლთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ“.

 

big_banner
არქივი