logo_geo
გიორგი ლორია: შემოთავაზება ძალიან კარგი გუნდიდან იყო, მათ შორის ბელგიიდან
- +

10 ივნისი. 2021. 14:22

 

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს ნაკრების და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორია იყო, რომელმაც განვლილ სეზონზე ილაპარაკა.

 

„მნიშნელოვანი იყო, რომ წელს ტიტული მოგვეგო. წელს დაგეგმილი გეგმით ვერ წავედით, იყო შანსი, ჩემპიონთა ლიგაზე გავსულიყავით, მაგრამ თასი ავიღეთ. გუნდის ხერხემალი ქართველები ვიყავით. გუნდს ეტყობოდა, ოქრიაშვილი და ქვილითაია რომ თაამშობდნენ,“ – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი ლორიამ.

 

ლორიამ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, გუნდში დარჩება:

 

„მე ფამაგუსტელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს, მაგრამ იყო შემოთავაზებები. გუშინაც რაღაცები გაირკვა, შემოთავაზება ძალიან კარგი გუნდებიდან იყო. ერთი გუნდი ბელგიიდან იყო, მეორე კი კვიპროსული გახლდათ.  13 ივნისს კვიპროსის სუპერთასის მატჩი გვაქვს და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც „ანორთოსისში“ ვითამაშებ“.

 

 

https://1tv.ge/news/giorgi-loria-shemotavazeba-dzalian-kargi-gundidan-iyo-mat-shoris-belgiidan-1tvsport/

 

 

big_banner
არქივი