logo_geo
რაჰიმ სტერლინგი: მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ეს დიდებული სტარტი იყო
- +

13 ივნისი. 2021. 21:22

 

ევრო 2020-ის D ჯგუფის პირველ შეხვედრაში ინგლისმა ხორვატიას „უემბლიზე“ უმასპინძლა. გარეტ საუთგეიტის გუნდმა მინიმალური სხვაობით 1:0 მოახერხა გამარჯვება. მატჩის შემდგომ ერთადერთი გოლის ავტორმა რაჰიმ სტერლინგმა ისაუბრა.

 

„შესანიშნავი გრძნობაა „უემბლიზე“ თამაში, იმ ადგილზე, რომლის სიახლოვესაც გავიზარდე, რომლის მშენებლობაც საკუთარი თვალით ვნახე. ასევე მშვენიერი გრძნობაა ის, რომ გატანა შევძელი, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ეს დიდებული სტარტი იყო.“

 

ინგლისელთა თავდამსხმელმა გულშემატკივრების შესახებ ილაპარაკა.

 

„როდესაც თამაშობ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, ეს დამატებითი მოტივაციაა. უნდა გამოხვიდე და მათთვის გააკეთო ყველაფერი. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. უნდა გახსოვდეს, რომ შენს უკან არის ხალხი, რომელიც გგულშემატკივრობს. ჩვენ ამით ვცხოვრობთ და ვცდილობთ ყოველივე ეს ჩვენს უპირატესობად ვაქციოთ.“

ჟურნალისტების კითხვას – უპასუხა თუ არა ამ გოლით მან გულშემატკივრების კრიტიკოსებს, სტერლინგმა უპასუხა:

 

„გულახდილად რომ გითხრათ, გამოცდილებამ მასწავლა, როგორ დავბლოკო ასეთი ინფორმაცია. ვცდილობ გამოვეთიშო მთელ სამყაროს და მხოლოდ ტურნირზე ვკონცენტრირდე. ამისთვის სუფთა გონებაა საჭირო. მინდა დავეხმარო ჩემს გუნდელებს და ამაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერია. მე ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია გუნდისთვის და ამას ვაკეთებ.“

 

big_banner
არქივი