logo_geo
გურამ კაშია: ვაისი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და ადამიანია, რომელთანაც მიმუშავია
- +

17 ივნისი. 2021. 23:19

 

გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა ბრატისლავას „სლოვანში“ გადასვლაზე, სადაც კარიერას საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთან ერთად გააგრძელებს – ისინი ახალ გუნდში „ჯვაროსნების“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ითამაშებენ.

 

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რა გუნდია „სლოვანი“ და მისგან რას ველოდები. სტადიონზე მშვენიერი მოედანია და საფეხბურთო სულისკვეთება იგრძნობა. მოუთმენლად ველოდები, როდის ვითამაშებ. კარგად ვიცნობ გუნდის მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელთანაც მიმუშავია და ასევე შესანიშნავი ადამიანია. ახლა მინდა კონცენტრირება შევძლო და კარგად მოვემზადო. შემდეგ კი შევეცდები, კლუბისა და გულშემატკივრებისთვის ბოლომდე დავიხარჯო”, – თქვა გურამ კაშიამ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი