logo_geo
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია საუტგეიტს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
- +

30 ივნისი. 2021. 17:24

 

 

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ახალ კონტრაქტს შესთავაზებს ნაკრების მთავარ მწვრთნელს გარეტ საუტგეიტს. ხელშეკრულება ევრო 2024-ის ბოლომდე იქნება ძალაში.

 

„ჩვენი სურვილია, მან გააგრძელოს მუშაობა ნაკრებში. გარეტმა იცის, რომ მის მუშაობას ძალიან დადებითად ვაფასებთ. გვინდა, რომ ის ნაკრებში დარჩეს.

 

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურ მოლაპარაკებებს დავიწყებთ“, – განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ბულინგემმა.

 

საუტგეიტი ინგლისის ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე, 2019 წელს კი ინგლისელებმა მესამე ადგილი აიღეს ერთა ლიგაზე.

 

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის მერვედფინალში გერმანია 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უკრაინას შეხვდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი