logo_geo
„ბორჯღალოსნებისა“ და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირების პირველი ნახევარი დასრულდა
- +

2 ივლისი. 2021. 22:06

 

 

„ბორჯღალოსნები“, პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ტესტ-მატჩს მართავენ. დაპირისპირება მეტოქის უპირატესობით, 19-9 დასრულდა.

 

მატჩის მე-3 წუთზე, თედო აბჟანდაძის ჯარიმით, ანგარიში საქართველოს 3 ქულით გაიხსნა, თუმცა, მე-4 წუთზე აპელელე ფასის პირველმა ლელომ სამხრეთაფრიკელებს 5 ქულა მოუტანა. დაპირისპირების მე-18 წუთზე, თედოს კიდევ ერთმა ჯარიმამ საქართველო ისევ დააწინაურა და ანგარიში 6-5 გახდა.

 

თამაშის 25-ე წუთზე, საქართველო ანგარიშით 9-5 ამარცხებდა მეტოქეს - მსოფლიო ჩემპიონს. 34 წუთზე, საღინაძემ, ყვითელი ბარათის გამო, 10 წუთით დატოვა მოედანი. ამავე წუთზე, აფრიკელებმა 1-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნეს და ანგარიში 10:9 გახდა. 36-ე წუთზე ანდრე პოლარდმა ძელებს შორის შეძლო ბურთის გაძვრომა და მეტოქე კიდევ სამი ქულით დაწინაურდა, რასაც კობუს რეინახის ლელო მოჰყვა და ანგარიში 17-9, მალევე კი, 19-9 გახდა.

 

დაპირისპირების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ. თამაში ნახეთ ამ ბმულზე.

 

საქართველო სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

 

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (12 კეპი, 55 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (34 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ. 77 კეპი, 60 ქულა), 11. დემურ თაფლაძე (9 კეპი, 5 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (25 კეპი, 162 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (58 კეპი, 50 ქულა);

 

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (22 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (66 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (28 კეპი, 15 ქულა), 4. დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (67 კეპი, 10 ქულა), 6. ილია სპანდერაშვილი (1 კეპი), 7. ბექა საღინაძე (21 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (9 კეპი, 10 ქულა);

 

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (5 კეპი), 18. ლუკა ჯაფარიძე(უკეპო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (31 კეპი), 20. გიორგი ჯავახია (6 კეპი, 5 ქულა); 21. გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (3 კეპი, 9 ქულა); 23. ირაკლი ცხადაძე (4 კეპი).

 

სამხრეთ აფრიკა ბორჯღალოსნების წინააღმდეგ:

 

ხაზი: 15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესე კრილი, 12. ფრანკო შტეინი, 11. აპელელე ფასი, 10. ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი;

 

შერკინება: 1. ოქს ნჩე, 2. ბონგი მბონამბი, 3. ტრევორ ნიაკანე, 4. ებენ ეთცებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი, 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. კვაგა სმიტი,

 

მარქაფა: 16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კისტჰოფი, 18. ფრანს მალერბე, 19. მარვინ ორი, 20. იასპერ ვისე, 21. ჰერშელ იანტისი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან ვილემსე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი