logo_geo
გია ჭიაბრიშვილი: ყველა შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, ეს ევრო 2020-ის ყველზე მათავარი ტენდენციაა
- +

4 ივლისი. 2021. 21:17

 

 

საქართველოს პირველ არხთან საუბარში თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მიმდინარე ევრო 2020 შეაფასა და იტალიის ნაკრების თამაში გამოარჩია.

 

ევრო 2020-ზე ორი ფავორიტი მყავდა, საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრები. მაგრამ ორივე გავარდა და 4 ნახევარფინალისტს შორის ვერ მოხვდნენ. ბელგიისა და ნიდერლანდებისგან ყოველთვის მეტის მოლოდინია და მაინც ვერ გავიდნენ. მაგრამ ჩემპიონობისთვის იბრძვის იტალიის ნაკრები, რომელიც თავიდანვე ყველაზე მეტად მომწონდა და მიხარია, რომ წინ მიდის და მინდა, რაც შეიძლება მეტხანს ვუყურო“, – ამბობს გია ჭიაბრიშვილი.

 

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ეს ყველაზე სანახაობრივი ტურნირია.

 

ზოგადად მსგავსი სანახაობრივი ჩემპიონატი არ მინახავს. ყველა შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, რაც ძალიან მომწონს. ეს ევრო 2020-ის ყველზე მთავარი ტენდენცია და წარმატებაა. ძალიან მიხარია, რომ სანაკრებო და საკლუბო დონეზე შედეგი შემტევ ფეხბურთს მოაქვს. იტალია ამის მაგალითია, რომელმაც სტილი შეცვალა და სანახაობრივადაც და შედეგითაც გამორჩეული გუნდია“, – აცხადებს ჭიაბრიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი