logo_geo
UEFA-მ EURO 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
- +

6 ივლისი. 2021. 10:46

 

 

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) პრესსამსახურმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის - 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგი წარმოადგინა.

 

სია კომპლექსური ალგორითმის გამოყენებით არის შედგენილი.

 

პირველ ადგილზე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა, მას მოსდევს ჩეხი პატრიკ შიკი და დანიელი იოაკიმ მეჰლე, რომლებიც მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ. ტოპ 10-ს შვეიცარიელი ნახევარმცველი ჯერდან შაჩირი ხურავს.

 

6 ივლისს ევროს ნახევარფინალი გაიმართება, რომელშიც იტალიისა და ესპანეთის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი ლონდონის „უემბლიზე“ გაიმართება.

 

მეორე ნახევარფინალი 7 ივლისს ჩატარდება. ამავე სტადიონზე ინგლისის ნაკრები დანიელებს დაუპირისპირდება.

 

 

big_banner
არქივი