logo_geo
ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
- +

11 ივლისი. 2021. 03:01

 

 

ხვიჩა კვარაცხელია „პარიმატჩ პრემიერის“ თასის გახსნის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა „ხიმკისთან“ გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა (10) და კომენტარი „მატჩ ტვ“-სთან გააკეთა.

 

„რაც მთავარია, მოვიგეთ. ჩვენ შევქმენით უამრავი მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. გავაგრძელებთ მუშაობას. რუსეთის პრემიერლიგის სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა. „ხიმკის“ მეორე ნახევარში შემადგენლობა არ შეუცვლია, ამიტომ ჩვენ უფრო თავისუფლად ვითამაშეთ. ისინი ცოტა დაღლილები იყვნენ, მთელი თამაში ერთი შემადგენლობით ითამაშეს, ჩვენ კი თითქმის მთელი გუნდი შევცვალეთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

 

ტურნირზე ასევე თამაშობენ მოსკოვის „სპარტაკი“ და „სოჭი“, რომლებიც ერთამენთს კვირას პირველ ტურში დაუპირისპირდებიან. შემდეგ თამაშში „რუბინი“ შეხვდება „სპარტაკს“, ხოლო „ხიმკი“ – „სოჭს“. ორივე მატჩი 14 ივლისს ჩატარდება. გუნდს ძირითად დროში გამარჯვებისთვის ორ ქულა ეწერება, ხოლო ერთი – პენალტების სერიაში გამარჯვებისთვის. წაგებული გუნდი ქულებს არ იღებს. „რუბინმა“ ორი ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

 

ყაზანის „რუბინში“ არ უთამაშია ზურიკო დავითაშვილს, რომელსაც სავარაუდოდ, ლეგიონერებზე ლიმიტის გამო სხვა გუნდში გაუშვებენ, მაგრამ 20 წლის შემტევის ახალი გუნდი ჯერ უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი